Association-Charter

ა მ ო ნ ა წ ე რ ი

გაზის, ელექტროენერგიისა და წყლის აღრიცხვისა და რეალიზაციის  სისტემების  შესწავლის შავი და კასპიის ზღვების ქვეყნების ასოციაციის წესდებიდან

  

მუხლი 1  

ზოგადი დებულებები

 

1.1   გაზის, ელექტროენერგიისა და წყლის აღრიცხვისა და რეალიზაციის  სისტემების  შესწავლის შავი და კასპიის ზღვების ქვეყნების ასოციაცია. წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
1.2. სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
1.3. საზოგადოების სახელწოდება:    ქართულად-გაზის, ელექტროენერგიისა და წყლის აღრიცხვისა და რეალიზაციის  სისტემების  შესწავლის შავი და კასპიის ზღვების ქვეყნებისასოციაცია.
ინგლისურად-Association of research of accounting and  realization systems of gas, electricity and water of the Black and Caspian Seas countries.
1.4   სამართლებრივიფორმა: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
1.5.  იურიდიულიმისამართი: ქ.რუსთავი,დონეცკელმეტალურგთა გასასვლელი  #14, ბინა#1.
1.6.  საწარმოს ელექტრონული ფოსტის მისამართი:  info@wegsystems.ge

…………………………………………………………………………………………………………………………………..

 

1.7.საზოგადოების საქმიანობის ძირითადი  მიზნები:

 

1. საქართველოში გაზის, ელექტროენერგიისა და წყლის აღრიცხვისა და რეალიზაციის მოქმედი სისტემების  შესწავლა.
2. უარყოფითი მხარეების  გამოვლენა, წინადადებების  და რეკომენდაციების  შემუშავება მათი აღმოფხვრისათვის.
3. გაზის, ელექტროენერგიისა და წყლის ხარისხის საზოგადოებრივი მონიტორინგი.
4. მათი გამოყენების ეფექტურობის გაზრდის ღონისძიებების დასახვა.
5. გარემოზე ზემოქმედების შესწავლა.
6. ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და ანალიზი.
7. შავი და კასპიის ზღვის ქვეყნებში არსებული სისტემების შესწავლა და ანალიზი.
8. საქმიანი, სამეცნიერო-ტექნიკური კავშირების დამყარება ჩვენი ქვეყნისა და საზღვარგარეთის სხვადასხვა  მონათესავე პროფილის ორგანიზაციებთან, კავშირებთან, და ასოციებებთან.
9. ყველა სხვა საქმიანობა, რომელიც არ არის საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული.