
ამა წლის 6-7 თებერვალს ჩვენმა ასოციაციამ ა(ა)იპ „გაზის, ელექტროენერგიისა და წყლის აღრიცხვისა და რეალიზაციის სისტემების შესწავლის შავი და კასპიის ზღვების ქვეყნების ასოციაციამ“ ქ.რუსთავში კერძოდ მე-7, მე-7ა,მე-8, მე-14, მე-15,მე-20,21-ე მიკრო რაიონების და ლეონიძის, ტაშკენტის, შარტავას და მესხიშვილის ქუჩების კორპისების თავჯდომარეებთან (80) კაცი ჩაატარა ტრენინგი „გაზის უსაფრთხო მოხმარების ზოგადი წესების კურსები“, რომელსაც უძღვებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაზმომარაგების მიმართულების პროფესორი შოთა მესტვირიშვილი და საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი ნუგზარ იაშვილი.

პროექტი განხორციელდა „სოკარ ჯორჯია გაზის“ უშუალოდ ჩართულობით და დახმარებით .
პროექტში უშუალოდ ჩართული იყვნენ როგორც „ქალაქი რუსთავის მერია“, სამხარეო ადმინისტრაცია,, „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მეექვსე მოწვევის საკრებულო“.
ორი დღის განმავლობაში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ოთხმოცი თავმჯდომარე გაეცნო ბუნებრივი და მხუთავი გაზების თვისებებს, გაზის მოწყობილობების: გაზქურების, წყლის გამაცხელებლებისა და გაზის გამათბობლების უსაფრთხო მოხმარების წესებს და მათი არასწორად მოხმარებისას მოსალოდნელ უარყოფით შედეგებს. კურსების მსმენელთა ნაწილზე გაიცა სერტიფიკატები.
აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრო ქ. რუსთავის მერი ბატონი ირაკლი ტაბაღუა, მისი მოადგილე ბატონი გოჩა ლორია და მერიის სხვა თანამშრომლები, ასევე ქ. რუსთავის მეექვსე მოწვევის საკრებულოს წევრები და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
კურსების მსმენელთა ამ საკითხებში ცნობიერების ამაღლებას ადასტურებს გაზით მოწამვლის შემთხვევების რაოდენობების შედარება შარშანდელ მაჩვენებლებთან: მკვეთრად იკლო ადამიანთა გაზით მოწამვლის და მეთანის გაჟონვის ფაქტებმა.
ამ კურსების ჩატარებამ დადებითი რეზონანსი გამოიწვია ქალაქ რუსთავის მოსახლეობასა და ქალაქის ხელმძღვანელობაში, და გააჩინა დიდი მოთხოვნა მოსახლეობის მხრიდან რათა სხვა კორპუსის თავჯდომარეებსაც ჩაუტარდეს მსგავსი კურსები.
ტრენინგები ჩაუტარდათ დაახლოებით 100 მსმენელს.

ტრენინგის მსმენელთა ამ საკითხებში ცნობიერების ამაღლებას ადასტურებს გაზით, მოწამვლის შემთხვევების რაოდენობების შედარება შარშანდელ მაჩვენებლებთან: მკვეთრად იკლო ადამიანთა გაზით მოწამვლის და მეთანის გაჟონვის ფაქტებმა.
ამ კურსების ჩატარებამ დადებითი რეზონანსი გამოიწვია ქალაქ რუსთავის მოსახლეობასა და ქალაქის ხელმძღვანელობაში, და გააჩინა დიდი მოთხოვნა მოსახლეობის მხრიდან რათა სხვა კორპუსის თავჯდომარეებსაც ჩაუტარდეს მსგავსი კურსები.
ტრენინგები ჩაუტარდათ დაახლოებით 100 მსმენელს.